пятница, 29 марта 2013 г.

29.03.2013. სიახლე _ " ინტელის ძირითადი კურსი"


       კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში!
     პროექტების დანერგვა სასწავლო პროცესში ერთერთი წარმატებული მიმართულებაა. ის სასწავლო მეთოდებს შორის ყველაზე უკეთესად აჩვენებს მოსწავლეს, თუ სკოლაში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის აამაღლებას, მაღალი დონის  სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები გარკვეულად ორგანიზებულ ვითარებაში, დროში რეალურად ხედავენ თუ რას და რატომ იკვლევენ, ქმნიან, აკეთებენ, აფასებენ საკუთარი ცოდნის შედეგს.
       პროექტის დანერგვა სასწავლო პროცესში მასწავლებლისაგან საკმაოდ გააზრებულ, შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს. ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს თუ როგორ დაგეგმოს, წარმართოს და შეაფასოს სასავლო პროექტები.
        საინტერესოა ამ კურსის სტრუქტურა. დღეს ყველაზე უკეთესად განვსაზღვრე, თუ როგორ უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა პროექტის იდეა, დაუკავშიროს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც საოცარი სისწრაფით იცვლება. ერთერთი მნიშვნელოვანი პირობა  ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის არის ისტ ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება.  მნიშვნელოვანია პორტფოლიოს რუბრიკა, მასში მოცემული კრიტერიუმები, "ჩეკლისტი". ასევე საინტერესოა პროექტის განხორციელების ციკლური დიაგრამა, რომელიც მსწავლებელს აფიქრებინებს, რომ შუქალედურად შეაფასოს პროცესი.

1 комментарий:

  1. ნანა, მადლობა მრავალფეროვანი რეფლექსიისთვის. იმედია, მომდევნო დღეებშიც ბევრ საინტერესო მოსაზრებას გაგვიზიარებთ :)

    ОтветитьУдалить