суббота, 30 марта 2013 г.

30.03.2013. მეორე დღე


   დავისახეთ პროექტის იდეა, მაგრამ მთავარი მისი განხორციელებაა. 
   საჭიროა პრექტის განხორციელების გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერა და სიღრმისეული გააზრება. მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ესგ-ის სტანდარტით განსაზღვრულ რა შედეგებს შეესაბამება მის მიერ დაგეგმილი პროექტი. მას უნდა ჩამოუყალიბდეს ხედვა იმისა, თუ როგორ გამოიყენოს სტანდარტი, გაითვალისწინოს და გაწეროს ის ამოცანები, რაც მოცემულ შედეგებამდე მიიყვანს.
  საინტერესოა ის, რომ მოცემული კურსის ფარგლებში  ნათლად დავინახეთ, თუ როგორ დავუკავშიროთ პროექტის მიზნები ზოგად, თემატურ და შინააარსობრივ საკითხებს. ამის გათვალისწინებით ავაგოთ პროექტის საკვანძო კითხვები, რაც შემდეგ მიმართულებას გვაძლევს თუ რა და როგორ დავგეგმოთ, როგორ გავხადოთ ეს პროცესები მოსწავლისათვის მიმზიდველი და საინტერესო.
  გავიაზრეთ და გავწერეთ პროექტის განვითარების შეფასების გეგმა, რომელიც მოიცავს გარკვეულ პერიოდებს,  შეფასება პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულებისას.  შევიმუშავეთ, თუ რა მექანიზმებით მოვახდენთ შეფასებებს სამივე ეტაპზე.
   პროექტებს მეტ-ნაკლებად ვიყენებთ მასწავლებლები სასწავლო პროცესში, მაგრამ ინტელის ძირიტადი კურსი საშუალებას გვაძლევს ეს ყველაფერი არა უნებლიედ, შემთხვევით გამოგვივიდეს ეფექტურად, არამედ სრული გააზრებით განვახორციელოთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий