воскресенье, 31 марта 2013 г.

31.03.2013. მესმე დღე

საინტერესოა ჩვენი მუშაობის პროცესი!
გავეცანით სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციებს, კრიტიკულად გავიაზრეთ და შევაფასეთ.
მთავარი და მნიშვნელოვანი კიდევ ბევრია...
დავგეგმეთ პროექტის ჩარჩო, ამის ფარგლებში გავიაზრეთ, თუ რა როლის შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს.  ვფიქრობ, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს დღევანდელობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, რაც ამ როლში ყოფნით გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს, ეს გავითვალისწინოთ  აქტივობებსა  და საეროდ პროექტის მსვლელობაში.
დავგეგმეთ პროექტის შენაარსი. გავიაზრეთ, თუ საბოლოოდ მიღებული შედეგი, პროდუქტი რამდენად ითვალისწინებს სააზროვნო უნარების დონეებს, შევქმენით  მისი პროტოტიპი, ბლოგი, ბროშურა, პოსტერი, გავითვალისწინეთ ისტ ტექნილოგიების როლი ამ ყველაფერში... შემდეგ განვსაზღვრეთ მისი შეფასების კრიტერიუმები და გავიაზრეთ, საბოლოოდ როგორ, რა მექანიზმებით ავსახოთ ეს შეფასებები პროექტის მსვლელობის გეგმაში, პროცესში.
საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი ასე დეტალურად გაითვალისწინოს მასწავლებელმა,  ამ ყველაფერს ის ამარტივებს, რომ მოცემული კურსის ფარგლებში გვაქვს ჩეკლისტების, რუბრიკების, სქემების უამრავი ვარიანტი, საიდანაც შეგვიძლია ამორჩევა, მსგავსი რესურსის შექმნა და გამოყენება.

Комментариев нет:

Отправить комментарий