четверг, 4 апреля 2013 г.

მეოთხე დღე


   ორი დღეა, რაც შინ დავბრუნდით.  ამ დროის განმავლობაში ჩემდაუნებურად სულ ამ ტრენინგ-მოდულზე მეფიქრება... რაღაც სურათ-ხატებად მიცოცხლდება ტრენინგზე განცდილი შთაბეჭდილებები. ბატონი კახა ჩვენთვის ტრენერეზე მეტია, რაღაც საოცარ ძალისხმევას გვაძლევს ეს ადამიანი, გვაფიქრებს არამხოლოდ კონკრეტულ საქმინობაზე, არამედ  გლობალურ, ზოგად კითხვებზე, ჩვენს ადგილზე და მისიაზე ამ ცხოვრებაში... 
მისი დახმარებით საინტერესო პროექტი შექმნა ჩვენმა ჯგუფმა. როგორც მასწავლებელი სულმოუთქმელად ველი, თუ როდის დავიწყებ ამ ყველაფრის განხორციელებას ჩემს მოსწავლეებთან, რეალურ პროცესში მოვსინჯავ ამ ოთხი საინტერესო დღის შედეგებს, შთაბეჭდილებებსა და სიახლეებს გაგიზიარებთ, ჩემო მეგობრებო
    დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენში ბევრია ის მასწავლებელი, რომელიც მთელი თავდავიწყებით შეეჭიდება ამ დიდ გამოწვევას, რასაც გვთავაზობს ინტელი. გაოგნებული ვარ აქ მოცემული მასალების მრავალფეროვნებით, პროექტების ნიმუშებით, გათვლილია ყოველი დეტალი, მოცემულია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ  კარგად გავიაზროთ და გამოვიყენოთ ეს ყველაფერი
   სასწავლო პროცესის თითოეულ მოსწავლეზე მორგება დიდ შრომას მოითხოვს მასწავლებლისაგან. თითოეულ მათგანს განსხვავებული სწავლის სტილი გააჩნია და განსხვავებული მიდგომებია საჭირო. საინტერესოა ბლუმის ტაქსონომიისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის სინთეზური რუბრიკა, რასაც ზოგადად მთელი სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს გამოიყენებს მასწავლებელი.  დიფერენცირებული სასწავლო პროცესის გამხორციელებაში დიდ როლი შეიძლება შეასრულოს ისტ ტექნოლოგიებმა.
მოცემული ტრენინგ-მოდული საშუალებას გვაძლევს ასევე გავიაზროთ მოსწავლეთა თვითრეგულაციის უნარების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც.  
საყურადღებოა ისიც, რომ მასწავლებელმა დეტალურად უნდა  დაამუშავოს პროექტის საბოლოო პროდუქტ_შედეგების ფორმატი, გასაგები ინსტრუქცია მიაწოდოს მოსწავლეებს, ყურადღება გაამახვილებინოს, თუ აქ მნიშვნელოვან კითხვებს რამდენად გაეცა პასუხი, აგრძნობინოს ყოველ ნაბიჯზე, რომ ის ახლა სწავლობს და ეს ყველაფერი ბედნიერებაა.
  ძალიან მახარებს ის, რომ დღეს ჩევენს ქვეყანაში არსებობენ დამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგანმანათლებლო სფეროში არსებული ყოველი ინოვაციით  და ცდილობენ ეს გაგვაცნონ, გვაჩვენონ, გვასწავლონ, გვაჩუქონ, ჩაგვრთონ, გაგვანათლონ...  დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მერაბ ლაბაძეს, ზაქარია ქარსაულიძეს, კახა ჟღენტს, ნინო ლაბარტყავას!

2 комментария:

  1. ნანა, რამ გამინათა გონება იცი? - "ჩვენი მისია ცხოვრებაში"- სულ მაქვს ეს განცდა ხოლმე, და ფასეუობების მუდმივი გადაფასება ასეთ ადამინებთან შეხვედრისას:)

    ОтветитьУдалить
  2. ნანა, ველით პორტფოლიოების დასრულებას და შემდეგ - ტრენინგზე დაგეგმილი პროექტების პილოტირებაზე საინტერესო და მრავალმხირვ რეფლექსიებსაც.

    ОтветитьУдалить