среда, 12 марта 2014 г.

ბორჯომი 12.03.2014. ტრენინგის პირველი დღე.

    კოლეგა ტრენერებთან შეხვედრა, რაც დიდი ენთუზიაზმით მავსებს და დღის განმავლობაში დასმული საკვანძო პრობლემური კითხვები. მათი აზრის გაზიარება, ტრენინგის პროგრამის შესახებ არსებული შენიშვნები დღის ნებისმიერ მონაკვეთში ძალიან მნიშვნელოვანია.
    დღე სასიამოვნოდ იწყება, ვეცნობით ორ შესანიშნავ ქალბტონს უკრაინიდან, ნინა დომენტევსკაიას და ლარისა შევჩუკს. ისინი მეცხრე წელია ინტელის პროგრამის სამ მიმართულებაზე მუშაობენ. ქალბატონი ნინა გვაცნობს შეხვედრის მთავარ მიზანს, ჩვენი ტრენინგ-პროგრამის ხარისხის ამაღლება _ მართლაც, მნიშვნელოვანია. დეტალურად განიხილავენ წესებს და სამუშაო განრიგს.
   ვნაწილდებით ორ ჯგუფად. ისევ ქალბატონი ნინაა ჩვენთან. მოვიხიბლე ამ ადამიანის კომუნიკაციით, ზუსტი ინსტრუქციებით, დეტალური შენიშვნებით, დროის მართვით _ ჩემთვის მისაბაძი მაგალითია.
    ტრენინგის მსვლელობის დროს მცირე დისკომფორტს გვიქმნის ის, რომ რუსულად გვიწევს საუბარი და მთლად ვერ ვართ რეალიზებულნი... ინტერნეტთან კომუნიკაცია და ხმაური ქვედა სამუშაო დარბაზიდან.
   დამაფიქრა გაცნობის აქტივობამ. მაინც რა არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროგრამაში? _ კოლეგების აზრი ისევ მნიშვნელოვანია. ტრენერის მითიტებით ვავსებთ თვითშეფასების რუბრიკას და ამით კიდევ ერთხელ ვაკეთებთ რეფლექსიას საკუთარ თავზე.
   ახლებურად დავინახე, თუ კიდევ როგორ შევიტანოთ აქტივობა 21-ე საუკუნის უნარების გაცნობის დროს. მკვეთრად განვსაზღვრე, თუ რამდენად დიდი პრობლემის წინაშეა დღეს ჩვენი სკოლა. რა როლი შეიძლება ითამაშოს ჩვენმა პროგრამამ ამ პრობლემის გადაჭრაში.
მნიშვნელოვანი მესიჯები:
·         კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებს ყველაზე ეფექტურად უვითარდებათ საბაზო საფეხურის კლასებიდან.
·         სასწავლო პროექტი უნდა განხორცილედეს გარკვეული თემის დასასრულისკენ და ბოლოს მოხდეს თემის სრულად შეჯამება.
·         მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მასწავლებლები ქმნიდნენ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მხოლოდ ერთ და სრულყოფილ ვარიანტს;
·         მოსწავლეთა  დაჯგუფების საუკეთესო ვარიანტია 3-5.
·         საჭიროა ისე გადანაწილდეს სამუშაო, რომ  ყოველი მოსწავლე (ჯგუფი)  თანაბარი მოთხოვნებით ჩაერთოს სამუშაოში;
·         შევარჩიოთ იესთი აქტივობები, რომ მოსწავლეები იყვნენ აქტიური მკვლევარები.
·         მოსწავლის ნაშრომი პრეზენტაცია  არ არის რეფერატი, ფოტოალბომი, მოხსენება.
·         მასწავლებელიც და მოსწავლეც უნდა მივაჩიოთ იმას, რომ შექმნან პრეზენტაცია ზუსტად გათვლილი მოდელით, კრიტერიუმებით, თანაც ქაღალდის ესკიზურ ვარიანტზე.
 ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პრეზენტაციის თვითშეფასების რუბრიკა, სლაიდების გადანაწილება, საკვანძო სიტყვებისა და წინადადებების ჩამოყალიბება, დასკვნების ფორმულირება და ა. შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий