მეორე დღე იწყება
ჩვენი რეფლექსიების განხილვით. სამწუხაროდ, ბლოგის ბმული არ ჩავამატე, ფოსტით გავგზავნე და უყურადღებოდ
დარჩა. იმედია ახლა მაინც მივიღებ კონსტუქციულ შენიშვნას.
ნინამ ზუსტად აგვიხსნა
მასწავლებლის რეფლექსიის მიზანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი-სამი დღე
ჩვენ მივცეთ ზუსტი კომენტარები მასწავლებლებს, ერთგვარი „შპარგალკა“ და შემდეგ საშუალება
ერთმანეთთან ბლოგებით კომუნიკაციისა შეიძლება
დაუბრუნდე შენს აზრებს გარკვეული დროის გასვლის
შემდეგ და საკუთარ თავთან დიალოგი მოაწყო, თუ როგორ მიდიხარ, საით, რისთვის... ჩვენს დატვირთულ
გრაფიკზე მორგებულია ნინას მინიშნება, რომ შევქნათ „შაბლონები“, რაც ძალიან გაგვიადვილებს
მუშაობას.
მნიშვნელოვანია
ვიკზე რეგისტრაციაც, შიდა და გარე ბმულები, მათი დანიშნულება. გასათვალისწინებელია
ვიკიზე სტატიების სათაურების გაწერის დეტალები.
შემდეგი პერიოდი
ეთმობა მოსწავლის ნაშრომების შეფასების რუბრიკებს, ქულებით შეფასების, მათი წილის დამოთვლის
პრინციპებს, რითაც უფრო ობიექტურად ვაფასებთ მოსწავლეს. განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ამ
ქულების გადანაწილების პრინციპით შევაფასეთ ჩვენი პრეზენტაციები. საინტერესოა დაწყებით კლასებში რამდენად გამოვიყენებთ
ამას? ისე, მე როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნამდვილად გავაკეთებ ასეთ შეფასებას,
მაგრამ არა მოსწავლეებისათვის, არამედ ჩემთვის და ამაზე დავაშენებდი განმავითარებელ
კომენტარებს.
გადავდივართ განმავითარებელი
შეფასების განხილვაზე. ნინამ მიგვითითა, რომ
ამაზე დიდ დროს ნუ დავკარგავთ ტრენინგის დროს, რადგანაც სერიოზულად დიდი თემაა და ამ
მცირე დროში სჯობია ნაშრომებზე დეტალურად მორგებულ ანალიტიკური შეფასების რუბრიკაზე
ვიმუშაოთ. მე ვერ დავეთანხმები, როგორც დაწყებითი
კლასების მასწავლებელი. ჩვენთვის მთავარი და ძირითადი მექანიზმი მუშაობისა სწორედ განმავითარებელი
შეფასებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია
ჩემთვის მეხუთე მოდულში მოცემული ფორმაზე გაკეთებული აქტივობა. მოვნიშნეთ ზმნები, თუ
რას აკეთებს მასწავლებელი და ამის მიხედვით ჩვენვე გავაკეთეთ განმავითარებელი შეფასების
ფორმულირება.
ბოლოს განვიხილეთ
შეფასების ხუთივე მიმართულება. ჩემს წარმატებად ვთვლი, რომ ტრენინგების განმავლობაში ვცდილობდი ამ ხუთივე მიმართულებაზე გამამეხვილებინა
მნიშვნელოვანი ყურადღება. ეს ძალიან, ძალიან
მნიშვნელოვანია. ასე კარგად დაყოფილი განმავითარებელი შეფასების მიმართულებები ჯარ
არსად დამიფიქსირებია და როგორც მასწავლებელი ამის საჭიროება მწვავედ დავინახე, ზუსტად
ამიტომ მინდოდა ეს ყველაფერი მასწავლებლებამდე სრულყოფილად მიმეტანა. შეფასების ფორმებსაც ვთხოვდი, რომ მინიმუმ სამი
მიმართულებით მაინც გაეკეთებინათ ნიმუში.
გავეცანით უკრაინულ
ბიბლიოთეკას, სადაც უამრავი ასეთი რუბრიკაა. სასიხარულოა, რომ მალე ქართული ვარიანტიც
გვექნება. ზოგიერთი ფორმა დაწყებით კლასებზეა გათვლილი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს საკმაოდ
ბუნდოვანი იქნება ბავშვისთვის. აქ მოცემული ტერმინოლოგია და ლექსიკა ცოტა დააბნევს
და საჭიროა მათი კარგად ადაპტირება. იქნებ
იყოს მარტივი ვარიანტებიც ნიმუშებად?
და საერთოდ, საჭიროა მესამე-მეოთხე კლასების მოსწავლეებს შეფასების
ამდენი კრიტერიუმის ოთხ დონეზე გაწერილი ვარიანტი
გავაცნოთ? ხომ არ სჯობია ეს მეხუთე კლასიდან შევიტანოთ? ვითომ დავაგვიანებთ?
დღის ბოლოს ვჯგუფდებით
და ვწერთ ჩვენს პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე. ნინა ფასილიტაციის საუკეთესო ნიმუშს გვიჩვენებს...
ერთხელ კიდევ მადლობა
ჩვენს ტრენერებს და ორგანიზატორებს...
Уважаемая Нана, важно не просто разрешать участникам общаться в блоге, а дать им задание во время тренинга и дать на это время (в конце занятий на то, чтобы они написали друг другу комментарии и дали практичческие советы) . Я думаю, что шаблоныы нужны только сслабым уучашимся, не надо всех уучить работать по шаблонам, т.к. формируется "вредная привычка" - ждать , что тебе дадут шаблон, по которому ты будешь работать ;-)). Я очень рада , что мы с вами думаем одинаково по поводу формирующего оцениввания и того, что нужно обязательно несколько форм оценивания и рубрик для 5 целей обучения.
ОтветитьУдалитьА рефлекссия у Вас - просто замечательная , с Вами хочется общаться, спорить, обсуждать Ваши идеи.
Всего Вам доброго и светлого.
საინტერესო მოსაზრებაა. მომეწონა შენი მდგომ ები ტრენინგისათვის
ОтветитьУдалить